ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით და შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედია კვლევების ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობით, აცხადებს სამეცნიეორ სტატიების მიღებას , საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო კონფერენციისა და ყოველკვარტლური სამეცნიერო ჟურნალისისთვის, თემაზე – ,,კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. (კონფერნეციის პრიორიტეტული თემაა – საშუალო და წვრილ ფერმერებზე კლიმატური ცვლილებების გავლენის კვლევები)
კონკურსის ფარგლებში მიღებული სამეცნიერო შრომები გაივლის ე.წ. ბრმა რეფერირებას საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრების მხრიდან. რეფერირებული სტატიები ყოველკვრატრულად, სამეცნიერო რეპოზიტორიუმში გამოქვეყნდება კონფერენციის გამოცემის სახით – საქართველოში , მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით, პირველ რეფერირებად და სხვასხვა სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში : NEXUS: A Journal of Mass Communication and Strategic Narratives