,,კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკა”

by Nexus

 

გამოცემის ავტორები:
ნათია კუპრაშვილი, ნინო ჭალაგანიძე
გამომცემლობა უნივერსალი ISBN 978-9941-26-428-3

სოფლის მეურნეობის ჟურნალისტიკა წარმოადგენს ჟურნალისტიკის სპეციალიზებულ, ტექნიკურ ქვედარგს, რომელიც სოფლის მეურ- ნეობის კვლევა-განვითარების, წარმოების, მოსავლის აღების, დამუშავების, მარკეტინგისა და მოხმარების შესახებ ფართო ცოდნას მოიცავს. აგრეთვე, ის ერთნაირად ფარავს როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ ასპექტებს.
კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის კურსი სოფლის მეურნეობის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებლებისთვის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. შეკრებილი ინფორმაცია მომავალ ჟურნალისტებს მისცემს იმ გაწაფულობას, რაც სოფლის მეურნეობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გააზრების- თვისაა საჭირო. აღნიშნული ინფორმაცია, თავის მხრივ, სტუდენტებს ხელს შეუწყობს, რომ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ცოდნა ფერმერთა საჭიროებების შესწავლა-გააზრებას ეფექტიანად შეუხამონ. სწავლის დამთავრებისას, სტუდენტებს შეეძლებათ, აირჩიონ შესაფერისი მედიაპლატფორმა და ენა, რათა მიღებული ცოდნა მაქსიმალურად შეუსაბამონ რეალურ საჭიროებებს. ამასთან, ახალგაზრდები, დროთა განმავლობაში კიდევ მეტს გაიგებენ სოფლის მეურნეობის სექტორზე და ამ ახალ ცოდნას პრაქტიკაში საუკეთესოდ გამოიყენებენ.

 

Related Articles