სტანდარტები

სტატიის გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი

· სტატიის ენა – ინგლისური (ავტორებს საქართველოდან მოეთხოვებათ, როგორც ქართული, ისე ინგლისური ვერსია)

· სტატია მოგვაწოდეთ DOC(MS-Word), ODT, SXW(OpenOffice) ან RTF (Rich Text Format) ფაილის სახით

· რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის

· ფურცლის ზომა A4

· მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ.

· შრიფტი – ქართული ტექსტისათვის – უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვისSylfaen

· შრიფტის ზომა -11

· სტრიქონებს შორის მანძილი -1

· გვერდების რაოდენობა – 5-12

 · ფურცელი არ ინომრება.

სტატიის/სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა

· მონაცემები ავტორის/ თანაავტორის შესახებ: სახელი, გვარი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაოს/სწავლის ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. მაილი)  (შრიფტის ზომა 12);

· სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);

· აბსტრაქტი (არაუმეტეს 4-5 სტრიქონისა) ინგლისურ ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12) აბსტრაქტი არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს.

· საკვანძო სიტყვები – არაუმეტეს ხუთისა სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12 );

· შესავალი;

· კვლევის მეთოდოლოგია;

· კვლევის შედეგები;

· დასკვნები და რეკომენდაციები;

· ბიბლიოგრაფია

ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს Apa სტილით. დამატებით, ჩვენი სტანდარტი მოითხოვს GAI გამოყენების მითითებას და AI გამჭვირვალობას.