საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა, თემაზე – „კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
პრიორიტეტული თემაა – საშუალო და წვრილ ფერმერებზე კლიმატური ცვლილებების გავლენის კვლევები
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით და შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედია კვლევების ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობით, აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას , საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო კონფერენციისა და ყოველკვარტლური სამეცნიერო ჟურნალისთვის, თემაზე – ,,კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“.
კონკურსის ფარგლებში მიღებული სამეცნიერო შრომები გაივლის ე.წ. ბრმა რეფერირებას საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრების მხრიდან. რეფერირებული სტატიები ყოველკვარტალურად, სამეცნიერო რეპოზიტორიუმში გამოქვეყნდება კონფერენციის გამოცემის სახით – საქართველოში , მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით, პირველ რეფერირებად და სხვასხვა სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში : NEXUS: A Journal of Mass Communication and Strategic Narratives
სტატიის გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი
· სტატიის ენა – ინგლისური (ავტორებს საქართველოდან მოეთხოვებათ, როგორც ქართული, ისე ინგლისური ვერსია)
· სტატია მოგვაწოდეთ DOC(MS-Word), ODT, SXW(OpenOffice) ან RTF (Rich Text Format) ფაილის სახით
· რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის
· ფურცლის ზომა A4
· მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ.
· შრიფტი – ქართული ტექსტისათვის – უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვისSylfaen
· შრიფტის ზომა -11
· სტრიქონებს შორის მანძილი -1
· გვერდების რაოდენობა – 5-12
· ფურცელი არ ინომრება.
სტატიის/სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა
· მონაცემები ავტორის/ თანაავტორის შესახებ: სახელი, გვარი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაოს/სწავლის ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. მაილი) (შრიფტის ზომა 12);
· სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
· აბსტრაქტი (არაუმეტეს 4-5 სტრიქონისა) ინგლისურ ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12) აბსტრაქტი არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს.
· საკვანძო სიტყვები – არაუმეტეს ხუთისა სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12 );
· შესავალი;
· კვლევის მეთოდოლოგია;
· კვლევის შედეგები;
· დასკვნები და რეკომენდაციები;
· ბიბლიოგრაფია
ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს Apa სტილით. დამატებით, ჩვენი სტანდარტი მოითხოვს GAI –ს გამოყენების მითითებას და AI გამჭვირვალობას.
კონფერენციის ფაგრლებში გამორჩეული ავტორები ორგანიზატორთა დაფინანსებით მიწვეულნი იქნებიან საერთაშორისო სამეცნეირო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2025 წლის ნოემბერში (თარიღი და ადგილი გამოქვყენდება დამატებით). პრიორიტეტი მიენიჭება მეცნიერებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენის, რევიურებისა და გამოქვეყნების პროცესი მეცნიერებისთვის არის უსასყიდლო.
სამეცნიერო ნაშრომები მიიღება 20.12.2024 -დან 10.09.2025-მდე
ჟურნალების სამეცნიერო რეპოზიტორიუმში გამოქვეყნების თარიღები:
20.03.2024
20.06.2025
20.09.2025
20.12.2025
განაცხადები და/ან კითხვები მიიღება მაილზე: info@jrc.ge