ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქების გზამკვლევი

by Nexus

ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტები საქართველოს დასავლეთით, შავი ზღვისპირეთში მდებარეობს. ფოთი არის საზღვაო ქალაქი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ფოთის პორტი, APM Terminals-ის მეშვეობით. ხობი უფრო მეტად აგრარული მუნიციპალიტეტია, სადაც მოსახლეობა ტრადიციულად მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით არის დაკავებული. მუნიციპალიტეტები მდიდარია წყლის რესურსებით (რიონი, ხობი, ცხენისწყალი, ჭურია, პალიასტომი და სხვა) და დაცული ტერიტორით1 (კოლხეთის ეროვნული პარკი, რომლის ნაწილიც არის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაბადისა და ჭურიის უბნის მიმდებარე აკვატორიის ნაწილი, პალიასტომის ტბის აუზი და ჭარბტენიანი ეკოსისტემები). 2021 წლიდან კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური პოტენციალი დაკავშირებულია როგორც სოფლის მეურნეობის და თევზჭერის განვითარებასთან, ასევე სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ტურისტულ სექტორებთან, განსაკუთრებით ეკო და აგროტურიზმის მიმართულებით. არსებული ეკოსისტემები და ბუნებრივი რესურსები ქმნიან შესაძლებლობებს როგორც ეკოტურიზმისთვის, ასევე მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის, რაც მოითხოვს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას.

ქვემოთ მოცემულია იმ გარემოსდაცვითი საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გაშუქებაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

ავტორი: ნათია კუპრაშვილი

Leave a Comment